Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდვები დაწესდება აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს მუშაობაში


ხუთშაბათს დაზვერვის საკითხებში სენატის კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს მუშაობაში. როგორც რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტი იტყობინება, კანონპროექტში, რომელიც თერთმეტმა სენატორმა ოთხის წინააღმდეგ დაამტკიცა, კვლავაც განსაზღვრულია ეროვნული უშიშროების სააგენტოს უფლება აწარმოოს მასშტაბური მონიტორინგი სატელეფონო საუბრებისა ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა ეკრძალება გამოიტანოს ინფორმაცია კონკრეტულ სატელეფონო ზარებზე, თუკი ამისათვის არ არსებობს მყარი მიზეზები. გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, მასალებზე არასანქცირებული წვდომის შემთხვევაში პატიმრობის ვადად 10 წელი განისაზღვრა. სენატორებმა, რომლებმაც კანონპროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა, თვლიან, რომ დოკუმენტში გატარებული ღონისძიებები არ არის საკმარისი და მოითხოვენ კანონში რადიკალურ ცვლილებებს, რომელიც დაარეგულირებს ეროვნული უშიშროების სააგენტოს საქმიანობას. აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ გამოკითხულ ამერიკელთა უმრავლესობა ეროვნული უშიშროების სააგენტოს პროგრამის წინააღმდეგია.
XS
SM
MD
LG