Accessibility links

რუსეთი 2 მილიონამდე დოლარს გამოყოფს სირიაში ქიმიური იარაღის გასანადგურებლად


სირიაში ქიმიური იარაღის გასანადგურებლად რუსეთი 2 მილიონამდე დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ დღევანდელი „კომერსანტი“ წერს. მოსკოვი სირიაში გაგზავნის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების სამხედროებს, რომლებიც სხვა ქვეყნების სამხედროებთან ერთად მიიღებენ ქიმიური იარაღის განადგურებაში მონაწილეობას. გუშინ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღის წარმოების მოწყობილობის სრული ლიკვიდაცია განახორციელა. რუსეთსა და ამერიკას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, სირიაში ქიმიური იარაღის სრული არსენალი 2014 წლის შუამდე უნდა განადგურდეს.
XS
SM
MD
LG