Accessibility links

საფრანგეთის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა დავით კეზერაშვილი


საფრანგეთის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი ბრალდებულის საქართველოში ექსტრადიციაზე. დავით კეზერაშვილი, საქართველოს მიმავალი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უახლოესი თანამებრძოლი, რომელზეც საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული, გასულ თვეში ნიცის აეროპორტში დააკავეს. კეზერაშვილს ბრალი ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში, ფულის გათეთრებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. თანამდებობით ბოროტად სარგებლობის გამო ორშაბათს სასამართლომ 3,5 წელიწადი პატიმრობა მიუსაჯა საქართველოს ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩანა ახალაიას. საქართველოში კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა ოთხშაბათს მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დაახლოებული პირი საკუთარი ბრძანებით ერთპიროვნულად შეიწყალა.
XS
SM
MD
LG