Accessibility links

logo-print

ბაჩანა ახალაია შეწყალებისათვის პრეზიდენტს მიმართავს


ბაჩანა ახალაია „ციხის ბუნტის“ საქმეზე პრეზიდენტ სააკაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს. "ციხის ბუნტის საქმეზე განაჩენი პოლიტიკურად იყო მოტივირებული. გადაწყვეტილება ქურდების ჩვენებებზე იყო დამყარებული. ამიტომ, ბაჩო ახალაიას პოზიციაა, რომ შეწყალებისთვის მიმართოს პრეზიდენტს", - განაცხადა განსასჯელის ადვოკატმა გოგა ონიანმა. მისი თქმით შეწყალებაზე მიმართვა შესაძლოა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღესვე შეიტანოს. „ციხის ბუნტის“ საქმეზე ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები - მეგის ქარდავა, რევაზ ჭარბაძე და დავით ჭაკუა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დამნაშავედ სცნო. საქმე ეხება 2006 წლის ციხის ბუნტს. ბრალდების მხარეს საქმეში 6 დაზარალებული „კანონიერი ქურდი“ და კრიმინალური ავტორიტეტი ჰყავს. ბრალდებულებს ბრალად 6 პირის არაადამიანური მოპყრობა ედებათ, რის გამოც ყველა მათგანს თავისუფლების 3 წლით და 9 თვით აღკვეთა მიესაჯათ.
XS
SM
MD
LG