Accessibility links

logo-print

ეუთოს თავმჯდომარე მიესალმა საქართველოში არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას მიესალმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ლეონიდ კოჟარა. ის კმაყოფილებას გამოთქვამს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნის გამო, რომ არჩევნები კონსტრუქციულ გარემოში, ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარდა და დაცული იყო გამოხატვის, გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლება. ”ეს არჩევნები იყო საქართველოს დემოკრატიული პროგრესის მნიშვნელოვანი ეტაპი, რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მყარი გარანტია და ეუთოს ძალისხმევის მხარდაჭერა“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG