Accessibility links

logo-print

პოლონეთის პრეზიდენტმა მიულოცა გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება


გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა პოლონეთის პრეზიდენტმა. მისალოც წერილში ბრონისლავ კომოროვსკი აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა პარტნიორული და ნაყოფიერი თანამშრომლობის კარგი მაგალითია და პოლონეთი მზად არის მომავალშიც დაუჭიროს მხარი ამ ურთიერთობის გაღრმავებას. „მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ პოლონეთი მხარს უჭერს და ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება ევროკავშირისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავება”, - ნათქვამია პოლონეთის პრეზიდენტის მისალოც წერილში. ბრონისლავ კომოროვსკი აღნიშნავს, რომ ევროკავშირისა და საქართველოს წარმატებული ურთიერთობის დასტური იქნება ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმების პარაფირება.
XS
SM
MD
LG