Accessibility links

ისრაელის ავიაციამ სირიის სამხედრო ბაზა დაბომბა


გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა სირიის შიგნით განახორციელეს რეიდი, რასაც ჯერჯერობით თელ ავივი არ ადასტურებს. როგორც იუწყებიან, ხუთშაბათს ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა სანავსადგურო ქალაქ ლატაკიაში განლაგებულ სამხედრო ბაზაზე. სირიის ოპოზიციის თანახმად სამხედრო ბაზაზე რუსული წარმოების რაკეტები იყო დასაწყობებული. „სიენენი“ აშშ-ის ანონიმურ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რაკეტები დიდი ალბათობით ლიბანის ექსტრემისტული დაჯგუფება ჰისბოლასათვის იყო განკუთვნილი. ისრაელი რეგულარულად ახორციელებს საავიაციო იერიშებს სირიის სამხედრო ობიექტებზე. იანვარსა და მაისში ისრაელის ავიაციამ ორჯერ დაბომბა სამიზენეები დამასკთან ახლოს.
XS
SM
MD
LG