Accessibility links

logo-print

გულნარა ქარიმოვამ ქვეყნის ეროვნული უშიშროების შეფი გააშაყირა


გულნარა ქარიმოვა, უზბეკეთის ავტორიტარული პრეზიდენტის ისლამ ქარიმოვის ქალიშვილი, უზბეკეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს ქვეყნის ლიდერობის მისწრაფებაში ადანაშაულებს. ქარიმოვამ საკუთარი ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნა სტატუსი, რომლშიც წერს, რომ რუსტამ ინოიატოვი, რომელიც უზბეკეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პირად ითვლება, „უზბეკეთის შემდგომი პრეზიდენტობისათვის იბრძვის“. თუმცა, ქარიმოვა ირონიულად წერს, რომ ინოიატოვს „საკუთარი პოპულარობის ეშინიაო“. ქარიმოვამ ასევე მძაფრად გააკრიტიკა მის მფლობელობაში არსებული მედია-ჰოლდინგის, „ტერა გრუპის“ წინააღმდეგ გადასახადების დამალვის ბრალდებით მიმდინარე გამოძიება. ბოლო დღეების განმავლობაში მაუწყებლობა შეწყვიტა ქარიმოვას კონტროლის ქვეშ არსებულმა რამდენიმე სატელევიზო და რადიო-სადგურმა, მხოლოდ „ტერა გრუპის“ საბანო ანგარიშები კი დაყადაღდა. ქარიმოვა მიჩნეულიამემკვიდრედ მამის, 75 წლის ისლამ ქარიმოვისა, რომელიც უზბეკეთს 1990-იანი წლებიდან მართავს.
XS
SM
MD
LG