Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა პირველი იმპიჩმენტი განახორციელა


საქართველოს პარლამენტმა 94 ხმით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კარლო კვიტაიშვილის იმპიჩმენტი განახორციელა. სწორედ ამ რაოდენობის დეპუტატმა დაუჭირა მხარი მოხელის გათავისუფლების შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს. ამასთან, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისია, რომელმაც მუშაობა დაასრულა, მის მიერ მოკვლეულ მასალებს რეაგირებისთვის პროკურატურას გადასცემს. საგამოძიებო კომისიის შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ვერ აკმაყოფილებდა ვერც გამჭვირვალეობის, ვერც სამართლიანობის და ვერც მიუკერძოებლობის ტესტს. ხშირ შემთხვევებში კომისიის გადაწყვეტილებები იყო დისკრიმინაციული, შერჩევითი, არ ემყარებოდა წინასწარ დადგენილ გამჭვირვალე წესებსა და პროცედურებს, ატარებდა პოლიტიკური მიკერძოებისა და ბიზნეს ინტერესების ლობირების ხასიათს.
XS
SM
MD
LG