Accessibility links

logo-print

რუსეთში სასამართლოში აფეთქებისას ორი კაცი დაიღუპა


დადგენილია ვინაობა იმ მამაკაცისა, რომელმაც პარასკევს ყურღანის სასამართლოს შენობაში აფეთქება მოაწყო. თავდამსხმელი აღმოჩნდა ადგილობრივი მიხაილ ვდოვინი, რომელიც ბრალდებული იყო ცემაში და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. საქმე პარასკევს სწორედ ყურღანის სამომრიგებლო სასამართლოს დარბაზში უნდა გამართულიყო. ბოლო მონაცემებით, დარბაზში სამი ხელყუმბარა აფეთქდა, რის გამოც 29 წლის ბოროტმოქმედი და სასამართლოს ბოქაული მიხაილი მალინნიკოვი დაიღუპნენ.
XS
SM
MD
LG