Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის თალიბანი ახალ ლიდერს ირჩევს


პაკისტანიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, ამ ქვეყნის თალიბანმა თავის ლიდერად დაასახელა ხან საიდ საჯნა, რომელმაც უნდა შეცვალოს აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავებით განხორციელებული იერიშისას დაღუპული ჰაქიმულა მეჰსუდი. თუმცა პაკისტანის თალიბანს - რომელიც თეჰრიკ-ე-თალიბანის სახელითაა ცნობილი - ახალი ლიდერის ვინაობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოუცხადებია. მეჰსუდი ჩრდილოეთ ვაზირისტანში მოკლეს, ოთხ სხვა პირთან ერთად. გავრცელებული ცნობებით, ახალ ლიდერად დასახელებულმა პირმა, საიდ საჯნამ, დაგეგმა პაკისტაბის ჩრდილოდასავლეთში 2012 წელს ციხეზე მიტანილი იერიში, რის შედეგადაც 400-მდე პატიმარი გაიქცა, ისევე როგორც 2011 წელს ყარაჩის საზღვაო ბაზაზე თავდასხმა.
XS
SM
MD
LG