Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ერაყში დემოკრატიზაციის გაღრმავების მოწოდებით გამოდის


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, გამოვიდა ერაყში კეთილდღეობის გაზრდის, ქვეყნის ცხოვრებაში მოქალაქეების ჩართულობის გაღრმავების და ძალადობის დამარცხების მოწოდებებით. ობამამ ეს განცხადებები თეთრ სახლში გააკეთა, ერაყის პრემიერ-მინისტრთან, ნური ალ-მალიკისთან შეხვედრის შემდეგ. ობამას თქმით, აშშ-ის სურვილია ერაყმა მიიღოს საარჩევნო კანონი, რაც ერაყელებს საშუალებას მისცემს აზრთა სხვადასხვაობა პოლიტიკურად შეაჯერონ და ძალადობას არ მიმართონ. მალიკის თქმით, ის სრულად იზიარებს აშშ-ის პრეზიდენტის მოწოდებას იმის შესახებ, რომ ერაყს პრობლემების მშვიდობიანი გადაჭრა ესაჭიროება. ერაყში ბოლო დროს გახშირდა ტერორისტული თავდასხმები.
XS
SM
MD
LG