Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი და ტოკიო გეგმავენ სამხედრო სფეროში თანამშრობლობის გაღრმავებას


რუსეთი და იაპონია შეთანხმდნენ, რომ გამართავენ ერთობლივ სამხედრო და მეკობრეობის საწინააღმდეგო წვრთნებს და შექმნიან თავდაცვის საკონსულტაციო ჩარჩოს. ამ შეთანხმებას ტოკიოში მიაღწიეს, ორი ქვეყნის საგარეო და თავდაცვის მინისტრების პირველ ერთობლივ შეხვედრაზე. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა: „დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთ-იაპონიის ურთიერთობაში ახალი ეტაპის დადგომას მოასწავებსო“. პარასკევს ლავროვი და მისი იაპონელი კოლეგა, ფუმიო კიშიდა, შეთანხმდნენ მინისტრთა მოადგილეების დონეზე შეხვედრის გამართვაზე, რომელზეც ტერიტორიული უთანხმოების გადაჭრაზე უნდა იმუშაონ. ტოკიოს და მოსკოვს უთანხმოება აქვთ კურილიის კუნძულებთან მიმართებით, რომელიც საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაიგდო ხელში. ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს იაპონიასთან კავშირების გაღრმავება სურს ჩინეთის მზარდი სამხედრო ძალის დაბალანსების მიზნით.
XS
SM
MD
LG