Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიამ და გერმანიამ შეიმუშავეს ჯაშუშობის საწინააღმდეგო რეზოლუციის პროექტი


გერმანიამ და ბრაზილიამ გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართეს თხოვნით იმის შესახებ, რომ დამტკიცდეს რეზოლუცია, რომელიც ყველა ქვეყანას მოუწოდებს დაიცვას საერთაშორისო კანონით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. რეზოლუციის პროექტი ასამბლეის ადამიანის უფლებების კომიტეტს გადაეგზავნა. როგორც ვარაუდობენ, კომიტეტი ამ თემაზე მიმდინარე თვეში იმსჯელებს. რეზოლუციის პროექტი ითვალისწინებს მოწოდებას დასრულდეს გადაჭარბებული ელექტრონული თვალთვალი. პროექტის თანახმად, პირადი მონაცემების უკანონო მოპოვება წარმოადგენს პირად ცხოვრებაში უხეშ შეჭრას, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებს. ინიციატივას წინ უძღოდა ცნობები იმის შესახებ, რომ აშშ ახორციელებს თვალთვალის პროგრამას უცხო ქვეყნების ლიდერებთან მიმართებით, ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფის და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ჩათვლით. ეს ბრალდებები ეყრდნობა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორის, ედვარდ სნოუდენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის სატელეფონო და ინტერნეტ-თვალთვალის პროგრამების შესახებ. სნოუდენი ამჟამად რუსეთში ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG