Accessibility links

logo-print

პაკისტანის შსს მინისტრი: თავდასხმამ სამშვიდობო ძალისხმევა „მოკლა“


პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პაკისტანის თალიბანის ლიდერის, ჰაკიმულა მეჰსუდის სავარაუდოდ აშშ-ის მიერ უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული თავდასხმის დროს სიკვდილი უტოლდება რეგიონში „სამშვიდობო ძალისხმევის მოკვლას“. მინისტრმა, ჩოდრი ნისარმა განაცხადა, პარასკევს ქვეყნის ჩრდილოდასავლეთში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ განხილვას დაექვემდებარება პაკისტანის აშშ-სთან თანამშრომლობის „ყველა ასპექტიო“. როგორც ნისარმა შაბათს ისლამაბადში გამართულ პრეს-კონფერენციაზე თქვა, ვაშინგტონთან ორმხრივი თანამშრომლობის განხილვის მიზნით დაინიშნა მთავრობის საგანგებო სხდომა. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ისლამაბადში აშშ-ის ელჩი. პარალელურად, გავრცელდა ცნობები, რომ პაკისტანის თალიბანმა მეჰსუდის შემცვლელი პირი დაასახელა თავის ლიდერად. რადიო თავისუფლების პაკისტანური სამსახურის ცნობით, ახალ ლიდერად დაინიშნა ხან საიდის სახელით ცნობილი პირი. თუმცა ასევე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ საიდის კანდიდატურა თალიბანის საბჭოს ზოგიერთმა წევრმა გააპროტესტა.
XS
SM
MD
LG