Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოლოკონიკოვას ქმარი აცხადებს, რომ ცოლის შესახებ ორი კვირაა არაფერი იცის


პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ პატიმრობაში მყოფი წევრის, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას ქმარი აცხადებს, რომ ცოლის შესახებ ორი კვირის განმავლობაში არაფერი სმენია - მას შემდეგ, რაც ტოლოკონიკოვამ სხვა ციხეში გადაყვანა ითხოვა და კოლონია დატოვა. ტოლოკონიკოვამ სექტემბერში შიმშილობა გამოაცხადა, როგორც თავად ამბობდა, მოკვლის შესახებ მუქარების მიღების და შრომის მონური პირობების გასაპროტესტებლად მორდოვიის კოლონიაში. ტოლოკონიკოვას ქმარი, პიოტრ ვერზილოვი აცხადებს, რომ მისი ცოლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს მას შემდეგ, რაც ტოლოკონიკოვამ 22 ოქტომბერს კოლონია დატოვა. ვერზილოვმა დასძინა, რომ, მისი ინფორმაციით, ტოლოკონიკოვა სხვა ციხეში გადაყვანის დროს ჩელიაბინსკზე გაატარეს. ტოლოკონიკოვას მხარდამჭერებმა მოსკოვში სასჯელაღსრულების უწყების შტაბ-ბინის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ტოლოკონიკოვას და მისი ჯგუფის კიდევ ერთი წევრს, მარია ალიოხინას, ორი წლით აქვთ მისჯილი თავისუფლების აღკვეთა მოსკოვის ტაძარში ვლადიმირ პუტინის საწინააღმდეგო პერფორმანსის გამართვის გამო.
XS
SM
MD
LG