Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა ბაჩო ახალაია


საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო გადაწყვეტილება შეიწყალოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელსაც ე.წ. „ციხის ბუნტის“ საქმეზე 3 წლით და 9 თვით ჰქონდა მისჯილი თავისუფლების აღკვეთა. ამის შესახებ განცხადება სააკაშვილმა „ფეისბუქით“ გაავრცელა. თუმცა, როგორც ახალაიას ადვოკატმა, გიორგი ონიანმა აცნობა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“, ახალაია სავარაუდოდ პატიმრობაში დარჩება, რადგან მას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან მიმართებითაც აქვს შეფარდებული პატიმრობა.
XS
SM
MD
LG