Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოში ადგილობრივი არჩევნები იმართება


კოსოვოში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს. ეთნიკურ სერბებს აქტიურად მოუწოდებენ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისკენ, პირველად მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიამ ცალმხრივად გამოაცხადა სერბიისგან დამოუკიდებლობა. კვირის მუნიციპალურ არჩევნებზე სერბთა აქტიურობას ყურადღებით დააკვირდებიან - განსაკუთრებით კოსოვოს ჩრდილოეთში, სადაც სერბები უმრავლესობას წარმოადგენენ და ბოლო დრომდე არ ცნობდნენ პრიშტინის უფლებამოსილებას. საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა, ვალდეტე დაკამ რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს უთხრა, „ქვეყნის ჩრდილოეთში გარკვეული ჯგუფები მოქალაქეებს არჩევნებში თავისუფლად მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენო“. კოსოვოს ჩრდილოეთში სერბი რადიკალები არჩევნების ბოიკოტირების მოწოდებით გამოდიან.
XS
SM
MD
LG