Accessibility links

logo-print

საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ თავმჯდომარედ ხათუნა სამნიძე აირჩია


საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ კვირას გამართულ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ აირჩია ხათუნა სამნიძე. იგი პარტიის წევრი 2005 წლიდანაა, ხოლო 2013 წლის სექტემბრიდან პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი და საორგანიზაციო მდივანი იყო. 2010-2013 წლებში სამნიძე მუშაობდა პროგრამების კოორდინატორად ჰაინრიხ ბიოლის ფონდში. 2004-2009 წლებში იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი. როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, სამნიძემ პარტიის წევრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო პარტიის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პარტიის გადაწყვეტილებით დამშვიდებულია და სჯერა, რომ სამნიძე პარტიას კიდევ უფრო მეტად წასწევს წინ.
XS
SM
MD
LG