Accessibility links

logo-print

მუჰამედ მურსი დღეს წარდგება სასამართლოს წინაშე


ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი მუჰამედ მურსი დღეს კაიროში სასამართლოს წინაშე წარდგება „მუსლიმთა საძმოს“ 14 წევრთან ერთად. მათ ბრალად ედებათ ძალადობის გაღვივება, რის შედეგადაც 2012 წლის დეკემბერში პრეზიდენტის სასახლესთან შეხლაშემოხლას ათამდე ადამიანი ემსხვერპლა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მურსისა და მის მომხრე ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა, ან სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. მურსის მომხრეები აცხადებენ, რომ ბრალდება შეთითხნილია და მასობრივი გამოსვლებისკენ მოწოდება გაავრცელეს. მუჰამედ მურსი პრეზიდენტი გახდა 2012 წლის ივნისში, დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შემდეგ. მას სამხედრო გადატრიალების შედეგად ივლისში დაატოვებინეს პოსტი. მისი გადაყენების შემდეგ, დროებითმა მთავრობამ „მუსლიმთა საძმო“ აკრძალა და მისი ათეულობით წევრი დააკავა.
XS
SM
MD
LG