Accessibility links

logo-print

ჯონ კერი საუდის არაბეთში ჩავიდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საუდის არაბეთში ჩავიდა. ის 11 დღიანი ტურით ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში მოგზურობს. საუდის არაბეთში ოფიციალურ შეხვედრებზე კერი შეეცდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას. აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა ეგვიპტისა და სირიის საკითხებზე უთანხმოებამ დააზიანა. კვირას, კაიროში ყოფნისას ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ეგვიპტის სტაბილურობისა და ეკონომიკური აღმავლობისკენ გზა დემოკრატიაზე გადის. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, აშშ მზად არის ეგვიპტის დროებით მთავრობასთან მუშაობისთვის.
XS
SM
MD
LG