Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამთა მიქელაძე აღმსარებლობის შესახებ კანონპროექტზე


თამთა მიქელაძე აღმსარებლობის შესახებ კანონპროექტზე
please wait

No media source currently available

0:00 0:20:57 0:00
გადმოწერა

4 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი თამთა მიქელაძე. მან ისაუბრა კანონპროექტზე, რომელსაც პარლამენტი განიხილავს. საქმე ეხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ სპეციალური მუხლის დამატებას, რომელიც ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას ეხება. კანონპროექტი პირის მიერ რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვას, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აფასებს და მისი ჩადენისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ასეთი ქმედება გამოიწვევს როგორც ფულად ჯარიმას ისე 15 დღემდე პატიმრობას. ამასთან დაკავშირებით 15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტს მიმართა. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება არ შეესაბამება ადამიანის უფლებების კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებს და არსებითად აზიანებს გამოხატვის თავისუფლებასა და პლურალური, ლიბერალური და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების პროცესს ქვეყნაში.

XS
SM
MD
LG