Accessibility links

logo-print

ეგვიპტელმა მოსამართლემ მურსის პროცესი დროებით შეწყვიტა


კაიროს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იძულებული გახდა შეეწყვიტა დამხობილი პრეზიდენტის მუჰამედ მურსისა და სხვა 14 პირის სასამართლო პროცესი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც განსასჯელებმა წამოიწყეს შეძახილები „ძირს სამხედრო მმართველობა“, ხოლო თავის მხრივ მურსიმ განაცხადა, რომ „იგი კანონიერი პრეზიდენტია.“ უცნობია, თუ როდის განახლდება სასამართლო პროცესი. ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეზე ეს იყო პირველი სასამართლო სხდომა მას შემდეგ, რაც 3 ივლისს მოჰამედ მურსი თანამდებობიდან გადააყენეს. მურსისა და „მუსლიმთა საძმოს“ 14 წევრს ბრალი ედებათ ძალადობის პროვოცირებაში, რასაც 2012 წლის დეკემბერში შეტაკებები და ათამდე კაცი სიკვდილი მოჰყვა. თუკი სასამართლო გაიზიარებს ბრალდებას, მაშინ განსასჯელებს სასიკვდილო განაჩენი ან სამუდამო პატიმრობა ელოდებათ. მურსის მომხრეები მათი ლიდერის წინააღმდეგ ბრალდებებს შეთითხნილს უწოდებენ.
XS
SM
MD
LG