Accessibility links

logo-print

შარიფმა აშშ-სთან თანამშრომლობის საკითხზე უშიშროების საბჭო მოიწვია


პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი ორშაბათს ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლებთან გამართავს თათბირს, რომელზეც იმსჯელებენ ვაშინგტონთან ურთიერთობის გადახედვაზე უპილოტო ავიაციის იერიშის შედეგად პაკისტანის თალიბანის ლიდერის ჰაკიმულა მეჰსუდის დაღუპვის გამო. ისლამაბადი თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას აპირებდა იმ დროს, როდესაც პარასკევს საავიაციო დარტყმით მეჰსუდი მოკლეს. ამ იერიშის შემდეგ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტმა ჩაუდრი ნისარმა სამშვიდობო ძალისხმევის „ძირის გამოთრხაში“ დაადანაშაულა. ვაშინგტონი უარყოფს ბრალდებებს და მოლაპარაკებებს პაკისტანის „შიდა საქმეს“ უწოდებს. ხაიბერ პახტუნყვის პროვინციის საკანონმდებლო ორგანოს წევრმა იმრან ხანმა ასამბლეას მოუწოდა კენჭ უყარონ ავღანეთში მყოფი ნატოს ძალებისათვის მომარაგების მარშრუტის გადაკეტვას. ამერიკული უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელებულ იერიშს „უადგილო“ უწოდა ავღანეთის პრეზიდენტმა. თუმცა, კარზაი იმედოვნებს, რომ ამით ზიანი არ მიადგება სამშვიდობო პროცესს.
XS
SM
MD
LG