Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუჰამედ მურსის პროცესი 8 იანვრამდე გადაიდო


კაიროს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იძულებული გახდა შეეწყვიტა დამხობილი პრეზიდენტის მუჰამედ მურსისა და სხვა 14 პირის სასამართლო პროცესი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც განსასჯელებმა წამოიწყეს შეძახილები „ძირს სამხედრო მმართველობა“, ხოლო თავის მხრივ მურსიმ განაცხადა, რომ „იგი კანონიერი პრეზიდენტია.“ ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეზე ეს იყო პირველი სასამართლო სხდომა მას შემდეგ, რაც 3 ივლისს მოჰამედ მურსი თანამდებობიდან გადააყენეს. მურსისა და „მუსლიმთა საძმოს“ 14 წევრს ბრალი ედებათ ძალადობის პროვოცირებაში, რასაც 2012 წლის დეკემბერში შეტაკებები და ათამდე კაცი სიკვდილი მოჰყვა. თუკი სასამართლო გაიზიარებს ბრალდებას, მაშინ განსასჯელებს სასიკვდილო განაჩენი ან სამუდამო პატიმრობა ელოდებათ. მურსის მომხრეები მათი ლიდერის წინააღმდეგ ბრალდებებს შეთითხნილს უწოდებენ. დამხობილი პრეზიდენტისა და მისი მომხრეების სასამართლო პროცესი 9 იანვარს განახლდება.
XS
SM
MD
LG