Accessibility links

პრეზიდენტის სასახლეში განთავსდება ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი


თბილისში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდება. საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ მასშტაბის რეზიდენციის არსებობა საჭირო არ არის და მისი მშენებლობისთვის დახარჯული თანხა ხალხს უნდა დაუბრუნდეს. მარგველაშვილის თქმით, ავლაბარში მდებარე შენობაში უნივერსიტეტის გახსნის წინადადება მმართველი კოალციის პოლიტსაბჭოს გააცნო და შემდეგ ამავე საკითხზე საქართველოს განათლების მინისტრს ესაუბრა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებითვე, პრეზიდეტის ადმინისტრაცია მთავრობის კანცელარიის შენობაში განთავსდება.
XS
SM
MD
LG