Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩანა ახალაიას ბრალდება ოფიციალურად მოეხსნა ”ციხის ბუნტის” საქმეზე


ბაჩანა ახალაიას ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბრალდება ოფიციალურად მოეხსნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა. მისი განმარტებით, სამინისტრომ უკვე მიიღო და დაარეგისტრირა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბაჩანა ახალაიას შეწყალების აქტი და ის ბრალდებისგან ოფიციალურად გათავისუფლდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ახალაია დამნაშავედ 28 ოქტომბერს ცნო და 3 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამ საქმეზე ბაჩანა ახალაიას შეწყალების აქტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხელი 3 ნოემბერს მოაწერა. შეწყალების მიუხედავად, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება, რადგან აღკვეთის ზომად პატიმრობა აქვს შეფარდებული კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG