Accessibility links

logo-print

მუშარაფს „წითელი მეჩეთის“ საქმეზე საპროცესო გარიგება გაუფორმეს


პაკისტანის სასამართლომ საპროცესო გარიგება გაუფორმა ქვეყნის ყოფილ სამხედრო მმართველს ფერვეზ მუშარაფს, რომელსაც გამოძიება ბრალს დებდა მეჩეთზე განხორციელებულ სისხლიან თავდასხმაში. ისლამაბადის რაიონულმა სასამართლომ ორშაბათს მუშარაფს 2000 დოლარის გადახდა დააკისრა. თუმცა, მუშარაფის სახელი შეტანილია შინაგან საქმეთა სამინისტროს „გასვლის კონტროლოს სიაში“, რაც ნიშნავს, რომ იგი ვერ დატოვებს პაკისტანს. 2007 წელს ისლამაბადში მდებარე წითელ მეჩეთზე სამხედროების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად 100-ზე მეტი კაცი დაიღუპა. მოსამართლის მიერ ორშაბათს გამოტანილმა განაჩენმა კიდევ უფრო მოაახლოვა მუშარაფის განთავისუფლება, რომელიც შინა პატიმრობაში ექვსი თვე იმყოფება.
XS
SM
MD
LG