Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში იანვრამდე გადაიდო მუჰამად მურსის სასამართლო პროცესი


ეგვიპტეში მომავალი წლის 8 იანვრამდე გადაიდო დამხობილი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის სასამართლო პროცესი, რომელსაც დღეს ხელი შეუშალეს მურსიმ და მასთან ერთად ბრალდებულმა 14-მა პირმა. მოსამართლემ დღევანდელი სხდომა შეაჩერა მას შემდეგ, რაც ბრალდებულებმა ხმამაღალი შეძახილებით მოითხოვეს „სამხედრო რეჟიმისათვის“ ბოლოს მოღება. თვითონ მურსიმ განაცხადა, რომ კანონიერი პრეზიდენტია და სასამართლოსაგან მოითხოვს „ფარსის“ დასრულებას. მურსის და მასთან ერთად ბრალდებულებს ადანაშაულებენ ძალადობის წაქეზებაში, რასაც 2012 წლის დეკემბერში ათამდე ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მათ სამუდამო პატიმრობა, ან სიკვდილით დასჯა ემუქრება. მურსი 2012 წლის ივნისში გახდა ეგვიპტის პრეზიდენტი, დემოკრატიული არჩევნების შედეგად. ეგვიპტის არმიამ 3 ივლისს დაამხო მისი მმართველობა, მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ.
XS
SM
MD
LG