Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო: შეუძლებელია კოსოვოს ქალაქ მიტროვიცაში არჩევნების შედეგის დადგენა


ეუთოს შეფასებით, კოსოვოს ქალაქ მიტროვიცაში შეუძლებელია კვირას გამართული ადგილობრივი არჩევნების შედეგების დადგენა, რადგან შეიარაღებულმა პირებმა იქ სამი საარჩევნო უბანი დაარბიეს. მიტროვიცა მდებარეობს ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც უმეტესწილად ეთნიკური სერბები ცხოვრობენ. ქალაქის სამი საარჩევნო უბნიდან კოსოვოს საარჩევნო კომისიის ოფიციალური წარმომადგენლების და ეუთოს დამკვირვებლების ევაკუაცია მოხდა მას შემდეგ, რაც კვირას საარჩევნო უბნებში თავდამსხმელები შეიჭრნენ, წაიღეს და გაანადგურეს საარჩევნო ყუთები. კოსოვოს პრეზიდენტ ატიფეტე იაჰიაგას განცხადებით, "კანონის უზენაესობის დასამყარებლად ხელისუფლება უსწრაფესად გამოიყენებს უსაფრთხოების მექანიზმებს.“ ძირითადად სერბებით დასახლებული ჩრდილოეთის გარდა, კოსოვოს დანარჩენ რაიონებში ამომრჩევლის აქტიურობა 46% პროცენტს შეადგენდა.
XS
SM
MD
LG