Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარიზში შეხვდა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის. სააკაშვილის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2012 წლის აგვისტოში ხელმოწერი 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უგულებელყოფას რუსეთის მიერ. საქართველოს პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნაულია, რომ ნოემბრის ბოლოს ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის წინ, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ევროპის სხვა ქვეყნებშიც.
XS
SM
MD
LG