Accessibility links

logo-print

პოლონეთს სტუმრობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს, ვარშავაში შეხვდება პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკის. როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია მითითებული, შეხვედრებზე განსახილველ საკითხთა შორისაა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ურთიერთობა პოლონეთთან ნატოს ფარგლებში. მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე განიხილება საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები, სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის განთავსების პერსპექტივა ევროპაში და ასევე ავღანეთიდან კოალიციის ჯარების გამოყვანის საკითხი. ეს არის პირველი ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოლონეთში, მას შემდეგ, რაც საინფორმაციო საშუალებებმა გავრცელეს ინფორმაცია, რომ ამერიკის დაზვერვა აყურადებდა მთელი რიგი ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბრებს. მოსალოდნელია, რომ შეხვედრისას ეს თემაც განიხილება. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეტიდ პრესი" იუწყება, პოლონეთის პრეზიდენტ დონალდ ტუსკს ამ საკითხის გარშემო სურს მოისმინოს განმარტებები ვაშინგტონიდან, მიუხედავად იმისა, რომ იმ ლიდერთა სიაში, ვისაც ამერიკის დაზვერვა უსმენდა, მისი გვარი არ ფიგურირებს.
XS
SM
MD
LG