Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა ნიუ-ჯერსიში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში


უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა სავაჭრო ცენტრში, შტატ ნიუ-ჯერსის ქალაქ პარამუსში. ამის შესახებ ინფორმაციას შტატის პოლიცია ავრცელებს. ინციდენტიდან ორ საათში, ქალაქის მერმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სავაჭრო ცენტრ Westfield Garden State Plaza-ში მოხდა ერთი გასროლა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა. მედიასაშუალებები, თვითმხილველებზე დაყრდნობით, ავრცელებენ ინფორმაციას. თვითმხილველთა თქმით, მათ დაინახეს შავებში ჩაცმული და შეიარაღებული კაცი, რომელსაც თავზე ჩაფხუტი ეხურა. შემთხვევის ადგილას პოლიცია მუშაობას აგრძელებს. პოპულარული სავაჭრო ცენტრი მანჰეტენიდან 35 კილომეტრში, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG