Accessibility links

logo-print

გაერო: სირიაში ცხრა მილიონზე მეტი ადამიანი საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას


გაეროს შეფასებით, სირიის მოსახლეობის 40%-მდე საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას. გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვალერი ამოსმა ორშაბათს განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოში, რომ სირიის კრიზისი სულ უფრო მწვავდება. გავრცელებული ინფორმაციით, ვალერი ამოსმა განაცხადა, რომ იმ პირთა რიცხვი, ვინ დახმარებას საჭიროებს, 9,3 მილიონამდე გაიზარდა. მათი რიცხვი სექტემბერში 6,8 მილიონად იყო შეფასებული. მათი უმრავლესობა სირიაში იმყოფება და კონფლიქტის შედეგად ადგილნაცვლად მიიჩნევა. ვალერი ამოსმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, მიმართოს ზომებს, რათა სირიის მმართველმა რეჟიმმა და ოპოზიციამ უზრუნველყონ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
XS
SM
MD
LG