Accessibility links

logo-print

კერი: ჯაშუშობაზე უთანხმოებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ევროკავშირთან ვაჭრობაზე მოლაპარაკებას


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის შეფასებით, აშშ-ის დაზვერვის სააგენტოების მხრიდან თვალთვალის გამო ევროპის შეშფოთებამ ზიანი არ უნდა მიაყენოს ვაჭრობის საკითხზე შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებას. კერიმ სამშაბათს პოლონეთში ვიზიტისას აღნიშნა, რომ ევროპელი ლიდერების და მოქალაქეების თვალთვალის გარშემო დისკუსიები სრულიად გამოცალკევებული უნდა იყოს ახალ ტრასნატლანტიკურ სავაჭრო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებისაგან, რომელიც მალე იწყება. ბრალდება, რომ აშშ-ის უშიშრეობის ეროვნული სააგენტო უსმენდა მილიონობით ევროპელის, მათ შორის გერმანიის კანცლერის სატელეფონო კომუნიკაციებს, დაძაბულობას იწვევს ტრანს-ატლანტიკურ ურთიერთობაში. კერი პოლონეთს ესტუმრა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპაში 11-დღიანი ტურნეს ფარგლებში.
XS
SM
MD
LG