Accessibility links

logo-print

გარი კასპაროვი ლატვიის მოქალაქეობას ითხოვს


რუსი ოპოზიციონერი, ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი გარი კასპაროვი ლატვიის მოქალაქეობას ითხოვს. კასპაროვმა შესაბამისი მიმართვა გაუგზავნა ლატვიის პარლამენტის ფრაქციებს. ლატვიის მედიის ცნობით, კასპაროვი მისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ითხოვს ლატვიის წინაშე თავის დამსახურებებისათვის, ამასთან სურს რუსეთის მოქალაქეობის შენარჩუნებაც. ის აღნიშნავს, რომ ლატვიის მოქალაქეობა საშუალებას მისცემს, პოლიტიკურად აქტიური იყოს რუსეთშიც და სხვა ქვეყნებშიც. კასპაროვი, რომელმაც რუსეთში 2005 წელს დააარსა „ერთიანი სამოქალაქო ფრონტი“, წელს ივნისში გაემგზავრა უცხოეთში და განაცხადა, რომ ახლო მომავალში არ აპირებს რუსეთში დაბრუნებას, რადგან ის საგამოძიებო კომიტეტში გამოიძახეს.
XS
SM
MD
LG