Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოლოკონიკოვა კრასნოიარსკის მხარეში გადაიყვანეს


რუსულ პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ დაპატიმრებული წევრი, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა გადაიყვანეს კოლონიაში, რომელიც კრასნოიარსკის მხარეში, სოფელ ნიჟნი იანგაშში მდებარეობს. ამის შესახებ სოციალური ქსელით იტყობინება მისი მეუღლე, პიოტრ ვერზილოვი, უფლებადამცველ ორგანიზაცია „აგორის“ წარმომადგენლისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. დღეს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურში განაცხადეს, რომ ტოლოკონიკოვა თავს კარგად გრძნობს და მას მალე მოათავსებენ ახალ კოლონიაში. სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის შენობასთან შაბათიდან იმართება აქციები ტოლოკონიკოვას ადგილსამყოფელზე ინფორმაციის გავრცელების მოთხოვნით. 18 ოქტომბერს ტოლოკონიკოვამ შიმშილობა გამოაცხადა მორდვეთში მდებარე კოლონიაში. ის სხვა საპატიმროში გადაყვანას მოითხოვდა კოლონიის ადმინისტრაციის მხრიდან მუქარის და შრომის გაუსაძლისი პირობების გამო.
XS
SM
MD
LG