Accessibility links

logo-print

ედუარდ შევარდნაძე აპირებს გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას დაესწროს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას დაესწრება, თუკი ამის საშუალებას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს - განუცხადეს სააგენტო “ინტერპრესნიუსს” ყოფილი პრეზიდენტის პრესსამდივნოში. მისივე ცნობით, ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში არც ერთ ინაუგურაციასა და ოფიციალურ მიღებაზე მიწვეული არ ყოფილა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 4 ნოემბერს განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე მიწვეული იქნებიან ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი. ინაუგურაცია 17 ნოემბერს, თბილისში გაიმართება.
XS
SM
MD
LG