Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანსუა ოლანდმა მიულოცა გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება


გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ფრანსუა ოლანდი მიესალმება საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ისეთ ვითარებაში, რომელიც ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიშის თანახმად, კონკურენტული და გამჭვირვალე იყო, რაც ხაზს უსვამს დემოკრატიულობასა და კანონის უზენაესობასთან საქართველოს სიახლოვეს. ”მომავალში სიხარულით ვითანამშრომლებ თქვენთან, რათა გავაღრმავოთ საფრანგეთისა და საქართველოს პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა”, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილისთვის ფრანსუა ოლანდის მიერ გაგზავნილ მისალოც წერილში. საფრანგეთის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ახლ პრეზიდენტს ვილნიუსის სამიტზე შეხვდება.
XS
SM
MD
LG