Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა შეიწყალა ”ციხის ბუნტის” საქმეზე გასამართლებული კიდევ ერთი პირი


საქართველოს პრეზიდენტმა ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გასამართლებული კიდევ ერთი პირი, რევაზ ჭარბაძე შეიწყალა. შეწყალების გარდა, მიხეილ სააკაშვილმა ჭარბაძე საქართველოს თავდაცვისუნარიანობაში შეტანილი წვლილისთვის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. 3 ნოემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც, რომელსაც ”ციხის ბუნტის” საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით და 9 თვით პატიმრობა 28 ოქტომბერს შეუფარდა. მსგავსი სასჯელი დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული რევაზ ჭარბაძეს.
XS
SM
MD
LG