Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მისია: კოსოვოს ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის მცდელობა ჩაიფუშა.


კოსოვოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის თანახმად, სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთში ძლადობის ფაქტების მიუხედავათ, კოსოვოს ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის მცდელობა ჩაიფუშა. ძალადობის ფაქტების კომენტარი გააკეთა რობერტო გუალტიერიმ, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის თავმჯდომარემ, რომელმაც დაგმო საარჩევნო უბნებზე თავდასხმა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სერბი კენჭისყრაში ჩაერთო, მეტყველებს იმაზე, რომ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება სერბიასა და კოსოვოს შორის ფუნექციონირებს. კვირის არჩევნები იყო სერბიისაგან კოსოვოს 2008 წელს გამოყოფის შემდეგ პირველი კენჭისყრა, რომლის მონაწილეებმაც მთელ კოსოვოში აირჩიეს ადგილობრივი ლიდერები. სერბია მართალია, უარყოფს კოსოვოს დამოუკიდებლობას, მაგრამ ბელგრადმა კოსოვოს მკვიდრ ეთნიკურ სერბებს მოუწოდა, მონაწილეობა მიეღოთ ამ არჩევნებში, რასაც ითვალისწინებს ბელგრადსა და პრიშტინას შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული, ნორმალიზაციის შეთანხმება. კვირას ნიღბიანმა პირებმა ჩაშალეს კენჭისყრის პროცესი ჩრდილოეთ კოსოვოში მდებარე ქალაქ მიტროვიცის სამივე საარჩევნო უბანში. არჩევნების წინასწარი შედეგებით, კოსოვოს დანარჩენი 34 მუნიციპალიტეტის უმრავლესობაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება მერების ვინაობის დასადგენად.
XS
SM
MD
LG