Accessibility links

logo-print

ავსტრალიამ ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც შეიძლება დატოვოს ჯარი


ავღანეთში ავსტრალიის ელჩმა განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ ავღანეთს შესთავაზა 2014 წლის შემდეგ, როცა ამ ქვეყანას დატოვებენ საერთაშორისო ჯარები, 400 სამხედრომდე დატოვოს ავღანეთში. ჯონ ფილიპმა რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ ამის თაობაზე ავსტრალიამ ავღანეთის მთავრობას წინადადება სამშაბათს შესთავაზა. ახლა, მისი თქმით, გადაწყვეტილება ქაბულმა უნდა მიიღოს. ამ ეტაპზე ავღანეთში 1200 ავსტრალიელი სამხედროა.
XS
SM
MD
LG