Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტის დეპუტატის თქმით, სირიაში ირანის ჯარისკაცები იბრძვიან


ირანელმა კანონმდებელმა, ჯავად ღოდუსი ქარიმმა, ირანის სააგენტო ისნას თანახმად, დაადასტურა, რომ სირიაში ასობით ირანელი სამხედრო იბრძვის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარეს. კარიმი, რომელიც პარლამენტის სახელმწიფო უშიშროების და საგარეო პოლიტიკის კომისიის წევრია, ამბობს, რომ სირიელი მეთაურები, რომლებთანაც იბრძვიან ირანელები, "მეამბოხეებთან ბრძოლაში წარმატების" შესახებ იტყობინებიან. კარიმის ნათქვამზე ცნობა გავრცელდა იმავე დღეს, როცა ირანის მეჰრის სააგენტო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, ჯამალიზადე ფაღალეჰის სიკვდილის ამბავს იუწყებოდა. ირანის მედიის თანახმად, ფაღალეჰი გასულ კვირაში სირიაში მოკლეს ვაჰაბისტმა ტერორისტებმა. კორპუსის წარმომადგენელმა, გენერალმა რამაზან შარიფმა ქარიმის განცხადება უარყო და თქვა, რომ ირანს მხოლოდ სამხედრო მრჩევლები ჰყავს გაგზავნილი სირიაში.
XS
SM
MD
LG