Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია ბრიტანეთს განმარტებას თხოვს ჯაშუშობის თაობაზე


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერლინში ბრიტანეთის ელჩს განმარტება თხოვა მედიის ცნობის თაობაზე, რომ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური საელჩოს შენობაში ფარულ საჯაშუშო სადგურს ამუშავებდა. გიდო ვესტერველემ ბრიტანეთის ელჩი დაიბარა, გაზეთ „ინდიპენდენტში,“გამოქვეყნებული სტატიის გამო. სტატია ეყრდნობა აშშ-ის სახელმწიფო უშიშროების ისამსახურის ყოფილი კონტრაქტორის, ედვარდ სნოუდენის მიერ მოპოვებულ მასალას, რომელიც აჩვენებს, რომ ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურს საელჩოს სხვენში საჯაშუშო აპარატურა ჰქონდა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ბრიტანეთის ელჩს განუცხადეს, რომ ასეთი ქმედება საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ახლახან გავრცელებული ცნობები, რომ აშშ-ის უშიშროების სამსახური გერმანიის კანცლერის და სხვა მილიონობით გერმანელის სატელეფონო საუბრებს უსმენდა, აღშფოთებას იწვევს გერმანიაში.
XS
SM
MD
LG