Accessibility links

ირანის მთავარი მომლაპარაკებელი შესაძლებლად თვლის მიმდინარე კვირაში შეთანხმების მიღწევას


ირანის მთავარი მომლაპარაკებელი - საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ მსოფლიოს „ექვსეულთან“ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ჩარჩო-შეთანხმების მიღწევა მიმდინარე კვირაშივე შესაძლებელი იქნება. სამშაბათს ჯავად ზარიფი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორან ფაბიუსს შეხვდა. ხუთშაბათს კი ჟენევაში გაიმართება შეხვედრა „ექვსეულთან“, რომელშიც აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი, ჩინეთი და გერმანია შედიან. France 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზარიფმა განაცხადა, რომ ბოლო მოლაპარაკებები გაეროს ბირთვულ უწყებასთან დადებით იყო, ისევე, როგორც ტექნიკურ ექსპერტებთან შეხვედრა, რომელიც ჟენევის შეხვედრის მოსამზადებლად გაიმართა.
XS
SM
MD
LG