Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სასამართლო Arctic Sunrise-ის დაკავებაზე საჩივრის განხილვას იწყებს


გაეროს საერთაშორისო სასამართლო, რომელიც საზღვაო სამართლის საქმეებს განიხილავს, დღეს შეუდგება ნიდერლანდის სამეფოს საჩივრის განხილვას. საჩივარი ეხება რუსეთის ხელისუფლების მიერ „გრინპისის“ გემ Arctic Sunrise-ს ეკიპაჟისა და მასზე მყოფი ეკოლოგების დაკავებას. საერთაშორისო სასამართლო ინსტანციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასამართლო მოსმენას არ დაესწრებიან რუსეთის წარმომადგენლები. სამშაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაურეკა. მათი საუბრის ერთ-ერთი თემა Arctic Sunrise-ის დაკავებით შექმნილი ვითარება იყო. 18 სექტემბერს ორგანიზაცია „გრინპისის“ ყინულმჭრელი გემი Arctic Sunrise-ი პეჩორის ზღვაში „გაზპრომის“ ნავთობის პლატფორმას მიუახლოვდა. აქტივისტები, რომლებიც არქტიკაში ნავთობის მოპოვებას აპროტესტებენ, შეეცადნენ პლატფორმაზე გადასვლას. 19 სექტემბერს გემი რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს და ბუქსირით მურმანსკში გადაიყვანეს. გემზე მყოფი 30-ვე პირი ორი თვით დააკავეს.
XS
SM
MD
LG