Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოქს-კვასნიევსკის ჯგუფი ტიმოშენკოს საქმეზე კვლავ ჩავიდა უკრაინაში


ევროკავშირის საშუამავლო ჯგუფის წარმომადგენლები კვლავ ჩავიდნენ კიევში, რათა 28-29 ნოემბრის ევროკავშირის სამიტამდე პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს განთავისუფლების გარანტია მიიღონ. ირლანდიელი პოლიტიკოსი ევროპარლამენტარი პეტ კოქსი და მისი კოლეგა, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი აპირებენ შეხვდნენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ინახულონ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხარკოვის ციხეში იხდის სასჯელს. გავრცელებული ინფორმაციით, კოქსი და კვასნიევსკი დაესწრებიან უკრაინის პარლამენტის ხუთშაბათის სხდომას. მასზე იმ კანონპროექტის განხილვა იგეგმება, რომელმაც ხერხემლის დაავადების სამკურნალოდ ტიმოშენკოს გერმანიაში გამგზავრების უფლება უნდა მიანიჭოს. უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო შვიდწლიან პატიმრობას იხდის ბრალდებებით, რასაც ევროკავშირი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და კიევს მოუწოდებს გადაწყვიტოს ტიმოშენკოს პრობლემა, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG