Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ზაბულის პროვინციაში შვიდი გვამი იპოვეს


შვიდი მამაკაცის გვამი იპოვნეს ავღანეთის სამხრეთში მდებარე ზაბულის პროვინციის დედაქალაქ ქალათის გარეუბანში. როგორც პროვინციის უშიშროების სამსახურის უფროსმა გულამ სახი ლევანიმ უთხრა ჩვენ რადიოს, გამოძიება დარწმუნებულია, რომ ეს იმ სამოქალაქო პირების გვამებია, რომლებიც თალიბანმა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გამო დახოცა. თუმცა, არსებობს სხვა ინფორმაციაც, რომლის თანახმად ეს იმ ჯარისკაცების გვამებია, რომლებიც ერთი კვირის წინ გაუჩინარდნენ, როდესაც სამხრეთ ყანდაარის პროვინციიდან შინ მიემგზავრებოდნენ. გვამები გადაეცა სამხედრო უწყებას, რომელიც მათ იდენტიფიცირებას მოახდენს.
XS
SM
MD
LG