Accessibility links

ირაკლი ალასანია საფრანგეთში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ირაკლი ალასანია ფრანგ კოლეგასთან ჟან-ივ ლე დრიანთან შეხვედრისას განიხილავს სამხედრო სფეროში თანამშრომლობის დეტალებს, ავღანეთის საერთაშორისო მისიის მიმდინარეობის საკითხს და მზადებას ნატოსა და ევროკავშირის სამიტებისთვის, რომლებიც ლონდონსა და ვილნიუსში გაიმართება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ალასანია შეხვდება საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებს, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გენერალურ მდივანს ფრანსის დელონს და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორს ერიკ ფურნიეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინტერვიუს მისცემს ტელეარხ France 24-ს და კიდევ რამდენიმე მედიასაშუალებას. საფრანგეთში ირაკლი ალასანიას ოფიციალური ვიზიტი 9 ნოემბერს დასრულდება.
XS
SM
MD
LG