Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლამბერტო ზანიერი: ეუთო აპირებს საქართველოში მისიის აღდგენას


ეუთო საქართველოში მისიის აღდგენას აპირებს - ამის შესახებ სააგენტო რია-ნოვოსტისთან ინტერვიუში განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერმა. მისი თქმით, რომ სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც საქართველოში მომავალი წლის დასაწყისში დაგეგმილი ვიზიტისას განიხილავს. ”ამჟამად მიმდინარეობს დისკუსია მისიის ფორმატსა და საქმიანობის გეოგრაფიულ და თემატურ ჩარჩოებზე”, - განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა. ამასთან, ლამბერტო ზანიერმა აღნიშნა, რომ მისიის აღდგენას ეუთოს წევრი 57-ივე ქვეყნის თანხმობა სჭირდება. ეუთოს წარმომადგენლობამ საქართველოში საქმიანობა, რუსეთის წინააღმდეგობის შედეგად, 2009 წლიდან შეწყვიტა.
XS
SM
MD
LG